ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ორ სიდიდეს შორის დამოკიდებულების გამოსახვის ხერხები;
რუკა და რუკის ლეგენდა
| ||||||||||||||||||||||||||||
საგნები , მასწავლებლები
|
მათემატიკა, ბუნება
ჯ. დევრისაშვილი, მ. ზაკუტაშვილი
| ||||||||||||||||||||||||||||
სწავლების საფეხური. კლასი
|
დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი
| ||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
17 მოსწავლე
| ||||||||||||||||||||||||||||
აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი იმითაა აქტუალური, რომ მოსწავლეები შეძლებენ მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენებას ბუნებაში და პირიქით; გაეცნობიან სიდიდეთა შორის დამოკიდებულების მაგალითებს ., ისწავლიან რუკის გამოყენებას.
| ||||||||||||||||||||||||||||
ე.ს.გ-ით განსაზღვრული სტანდარტი და ინდიკატორები
|
მათ.V.5.გამოსახავს და აღწერს სიდიდეებს შორის დამოკიდებულებას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ბუნ. V.7. მოსწავლეს შეუძლია ობიექტისა და ურთიერთმიმართებების განსაზღვრა რუკაზე
| ||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ განხილული მაგალითების საფუძველზე დაადგინონ სიდიდეებს შორის დამოკიდებულება და მიღებული ცოდნის საფუძველზე იპოვონ რუკაზე სხვადასხვა ობიექტები სიმაღლის ან წყლის სიღრმის მიხედვით, გააკეთონ დასკვნები.
| ||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
რიცხვითი და ასოითი გამოსახულებების შედგენისა და გამარტივების მაგალითები,დამოკიდებულება სიგრძისა და დროის საზომ ერთეულებს შორის, შეკრებისა და გამრავლების თვისებები
| ||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
| ||||||||||||||||||||||||||||
შეფასება 3 წთ
|
მოსწავლეთა შეფასება მოხდება თვითშეფასების სქემის მიხედვით, რომელიც წინასწარაა ცნობილი მოსწავლეთათვის
| ||||||||||||||||||||||||||||
საშ. დავალება
|
№1, 2,3,4,5
|
თვითშეფასების სქემა (ჯგუფებში)
კრიტერიუმები
|
3
|
2
|
1
|
დამოკიდებულების დადგენა სიდიდეებს შორის
|
ჩემმა ჯგუფმა დამოუკიდებლად შეძლო სიდიდეებს შორის დამოკიდებულების დადგენა
|
ჩემმა ჯგუფმა შეძლო სიდიდეებს შორის დამოკიდებულების დადგენა, მცირე ხარვეზით, დაგვჭირდა მასწავლებლის მითითება
|
ჩემმა ჯგუფმა მასწავლებლის დახმარების გარეშე ვერ შეძლო სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების დადგენა
|
2
|
1
|
0
| |
მოცემული დამოკიდებულების მიხედვით რიცხვთა წყვილების პოვნა
|
ჩემმა ჯგუფმა უშეცდომოდ შეავსო ცხრილი (იპოვა რიცხვთა წყვილები)
|
ჩემმა ჯგუფმა შეავსო ცხრილი მცირე ხარვეზებით
|
ჩემმა ჯგუფმა სწორად ვერ შეავსო ცხრილი
|
3
|
2
|
1
| |
გეოგრაფიული ობიექტებისა და მათი ნაწილების აღწერა
|
ჩემმა ჯგუფმა რუკაზე ფერების მიხედვით დამოუკიდებლად შეძლო შეესრულებინა დავალება 1 უშეცდომოდ
|
ჩემმა ჯგუფმა რუკაზე ფერების მიხედვით დამოუკიდებლად შეძლო შეესრულებინა დავალება1
მცირე ხარვეზებით
|
ჩემმა ჯგუფმა რუკაზე ფერების მიხედვით დამოუკიდებლად ვერ შეძლო შეესრულებინა დავალება 1
|
2
|
1
|
0
| |
ობიექტის მდებარეობისა და ურთიერთმიმართებების განსაზღვრა რუკაზე
|
ჩემმა ჯგუფმა შეძლო რუკაზე ობიექტების მდებარეობისა და მიმართებების განსაზღვრა
|
ჩემმა ჯგუფმა შეძლო რუკაზე ობიექტების მდებარეობისა და მიმართებების განსაზღვრა, თუმცა ხარვეზებით
|
ჩემმა ჯგუფმა ვერ შეძლო რუკაზე ობიექტების მდებარეობისა და მიმართებების განსაზღვრა
|