twitter
rss

Intel -ის ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთე რეფლექსია.
 ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას.., გარდა ამისა ვისწავლეთ ბლოგის ჩანართებში ინფორმაციის ატვირთვა და რედაქტირება და ბოლოს ნათიამ გადმოგვცა სერთიფიკატები. დიდი მადლობა ნათიას, ტრენინგზე გატარებული 9 დღე ჩემთვის დაუვიწყარი იყო.ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას კონსულტაციის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.



მერვე დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო. შევქმენით ფასილიტაციის 
დოკუმენტი ,დავასრულეთ პროექტის გეგმები,ვიმუშავეთ პროექტის მახასიათებლების და პორტფოლიოს ჩეკლისტზე,ჩვენი საქაღალდე განვათავსეთ ბლოგზე.აღფრთოვანებული ვარ ნათიას ენერგიით და შემართებით, უზომოდ კმაყოფილი ვარ , რომ მომიწია ნათიასთან თანამშრომლობა.

  • გავიმეორეთ ჩანართების დამატება ბლოგზე, 
  • ჩვენი პროექტისათვის შევადგინეთ განმავითარებელი თვითშეფასების რუბრიკა, ამისათვის სახელმძღვანელოს რესურსებში მოვძებნეთ მიმდინარე შეფასების პრაქტიკა და განმავითარებელი თვითშეფასება, ავირჩიეთ ერთი და მოვარგეთ ჩვენს პროექტს;
  • სასწავლო პროექტების გეგმაში ჩავწერეთ მოსწავლის საბაზისო უნარ-ჩვევები;
  • გავაკეთეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის პრეზენტაცია
  • მოვახდინეთ ელექტრონული პორტფოლიოების დათვალიერება და დოკუმენტების ორგანიზება


მეექვსე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო, ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის, კერძოდ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის გეგმის პრეზენტაცია და გადავიტანეთ ბლოგზე, ვისწავლეთ კომენტარების დადება სხვადასხვა დოკუმენტებზე და ბოლოს , ვისწავლეთ ბმულების გაკეთება ბლოგზე.
ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის.


მეხუთე დღე საკმაოდ დატვირთული იყო, გავაგრძელეთ მუშაობა შეფასების დროის ჩარჩოზე, შემდეგ ვიმუშავეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონზე. ვისწავლეთ ვიდეოს გადატანა ბლოგზე და ბოლოს ჩანართების გაკეთება ბლოგზე. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანელი დღით.

ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე, შევიტანეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, პროექტის გეგმაში შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.