ტრენინგის დასახელება- ინტელის სასწავლო კურსი
ტრენინგის ჩამტარებელი
ორგანიზაცია- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ჩატარების ადგილი-ქარელის პირველი საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძლივობა-36
საათი.
ტრენერი-ნათია მაისურაძე
ტრენინგის ჩატარების
დრო-25.06-16.07. 2014 წელი.
ტრენინგის მიზანი იყო პროექტებით სწავლება და
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ასევე გავცნობოდით ინტერნეტ სახელმძღვენელოს, სადაც
უამრავი რესურსი და მასალაა თავმოყრილი, დაგვეგეგმა
პროექტი, გაგვეკეთებინა ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
ყველაფერი ეს კი ხელს შუწყობს ისტ-ის ინტეგრირებას სასწავლო პროცესთან და ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას.
დღე პირველი
ერთმანეთის გაცნობის შემდეგ ტრენერმა
გაგვაცნო ტრენინგის მიზნები, ინტელის სახელმძღვანელო Viewer , მოვახდინეთ სახელმძღვანელოს ნავიგაცია.დავათვალიერეთ ჩვენი კოლეგების მიერ შექმნილი სხვადასხვა პროექტები.შემდეგ სამუშაო მაგიდაზე შევქმენით საქაღალდე ჩვენი სახელით და გვარით და შიგ მოვათავსეთ სხვა ექვსი საქაღალდე. ესენია: კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, შეფასებები, სურათები, ვიდეო და აუდიო. შემდეგ სახელმძღვანელოდან გადმოვწერეთ დოკუმენტები, მოვათავსეთ საქაღალდეებში და შევინახეთ.
შემდეგ ელექტრონული ფოსტიდან გადავედით ბლოგზე, შევცვალეთ ფონი და შევინახეთ. ბოლოს მოვახდინეთ პირველი დღის რეფლექსია და ჩავინიშნეთ საშინაო დავალება. დავალება-მოგვეტანა პროექტის მონახაზი.