twitter
rss

Intel -ის ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთე რეფლექსია.
 ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას.., გარდა ამისა ვისწავლეთ ბლოგის ჩანართებში ინფორმაციის ატვირთვა და რედაქტირება და ბოლოს ნათიამ გადმოგვცა სერთიფიკატები. დიდი მადლობა ნათიას, ტრენინგზე გატარებული 9 დღე ჩემთვის დაუვიწყარი იყო.ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას კონსულტაციის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.



მერვე დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო. შევქმენით ფასილიტაციის 
დოკუმენტი ,დავასრულეთ პროექტის გეგმები,ვიმუშავეთ პროექტის მახასიათებლების და პორტფოლიოს ჩეკლისტზე,ჩვენი საქაღალდე განვათავსეთ ბლოგზე.აღფრთოვანებული ვარ ნათიას ენერგიით და შემართებით, უზომოდ კმაყოფილი ვარ , რომ მომიწია ნათიასთან თანამშრომლობა.

  • გავიმეორეთ ჩანართების დამატება ბლოგზე, 
  • ჩვენი პროექტისათვის შევადგინეთ განმავითარებელი თვითშეფასების რუბრიკა, ამისათვის სახელმძღვანელოს რესურსებში მოვძებნეთ მიმდინარე შეფასების პრაქტიკა და განმავითარებელი თვითშეფასება, ავირჩიეთ ერთი და მოვარგეთ ჩვენს პროექტს;
  • სასწავლო პროექტების გეგმაში ჩავწერეთ მოსწავლის საბაზისო უნარ-ჩვევები;
  • გავაკეთეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის პრეზენტაცია
  • მოვახდინეთ ელექტრონული პორტფოლიოების დათვალიერება და დოკუმენტების ორგანიზება


მეექვსე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო, ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის, კერძოდ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის გეგმის პრეზენტაცია და გადავიტანეთ ბლოგზე, ვისწავლეთ კომენტარების დადება სხვადასხვა დოკუმენტებზე და ბოლოს , ვისწავლეთ ბმულების გაკეთება ბლოგზე.
ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის.


მეხუთე დღე საკმაოდ დატვირთული იყო, გავაგრძელეთ მუშაობა შეფასების დროის ჩარჩოზე, შემდეგ ვიმუშავეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონზე. ვისწავლეთ ვიდეოს გადატანა ბლოგზე და ბოლოს ჩანართების გაკეთება ბლოგზე. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანელი დღით.

ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე, შევიტანეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, პროექტის გეგმაში შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.

მესამე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავხსენით პროექტის გეგმის შაბლონი და  ვიმუშავე ჩემს პროექტზე,  პროექტის გეგმის შესავსებად გამოვიყენე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, განახლებული ბლუმის ტაქსონომია და ესგ-იდან მათემატიკის სტანდარტი და ინდიკატორები.ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი დამეხმარა, რათა ზუსტად ჩამომეყალიბებინა და განმესაზღვრა ჩემი პროექტის მიზნები, სტანდარტები და ინდიკატორები. შემდეგ ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე. გავარჩიეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ამის შემდეგ ვიმუშავეთ სამუშაო მაგიდიდან დოკუნმენტის მოთავსებაზე google doc.-ებში და კოლაბორაციულ თანამშრომლობაზე. გავაკეთეთ კომენტარები კოლეგების ბლოგებზე.
აღფრთოვანებული ვარ ქალბატონ ნათიას ენერგიით და შემართებით, ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.
ბოლოს ჩავინიშნეთ საშინაო დავალება და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.


  მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ჯერ ერთმანეთს  გავუიარეთ  სავარაუდო  განსახორციელებელი პროექტების მონახაზები და შემდეგ ერთმანეთს მივეცით რჩევევები.
გავეცანით შაბლონების სხვადასხვა ფორმებს. ვისწავლეთ ტექსტურ რედაქტორში შაბლონის შექმნა, ასევე გავეცანით მზა შაბლონებს. სახელმძღვანელოში მოვძებნეთ შაბლონის ფორმები და ბოლოს, ჩვენ შევქმენით ბროშურა მშობლებისათვის, რომელიც შევინახეთ სამუშაო მაგიდაზე, ჩავინიშნეთ საშინაო დავალება და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.


ტრენინგის დასახელება- ინტელის სასწავლო კურსი
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ჩატარების ადგილი-ქარელის პირველი საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძლივობა-36 საათი.
ტრენერი-ნათია მაისურაძე
ტრენინგის ჩატარების დრო-25.06-16.07. 2014 წელი.
           
     ტრენინგის მიზანი იყო პროექტებით სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.  ასევე გავცნობოდით ინტერნეტ სახელმძღვენელოს, სადაც  უამრავი რესურსი და მასალაა თავმოყრილი, დაგვეგეგმა პროექტი,  გაგვეკეთებინა ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. ყველაფერი ეს კი ხელს შუწყობს ისტ-ის ინტეგრირებას სასწავლო პროცესთან და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას.

         დღე პირველი


        ერთმანეთის გაცნობის შემდეგ  ტრენერმა
       გაგვაცნო ტრენინგის მიზნები, ინტელის  სახელმძღვანელო Viewer , მოვახდინეთ სახელმძღვანელოს ნავიგაცია.დავათვალიერეთ ჩვენი კოლეგების მიერ შექმნილი სხვადასხვა პროექტები.
შემდეგ სამუშაო მაგიდაზე შევქმენით საქაღალდე ჩვენი სახელით და გვარით და შიგ მოვათავსეთ სხვა ექვსი საქაღალდე. ესენია: კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, შეფასებები, სურათები, ვიდეო და აუდიო. შემდეგ სახელმძღვანელოდან გადმოვწერეთ დოკუმენტები, მოვათავსეთ საქაღალდეებში და შევინახეთ.
შემდეგ ელექტრონული ფოსტიდან გადავედით ბლოგზე, შევცვალეთ ფონი და შევინახეთ. ბოლოს მოვახდინეთ პირველი დღის რეფლექსია და ჩავინიშნეთ საშინაო დავალება. დავალება-მოგვეტანა პროექტის მონახაზი.